ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი

Delta Translation Group მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა (www.delta.org.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით.


აღწერა: კომპანიას ესაჭიროება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.


ოფისში მუშაობის პირობები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00


მოვალეობები:

  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • პერსონალის შერჩევის და კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა (სავაკანსიო ტექსტის შედგენა/გამოქვეყნება, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირების პროცესის მართვა);
  • თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • თანამშრომელთა ხელფასის, ბონუსების, დაწინაურების და სხვა შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია;
  • HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
  • თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
  • სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (HR Manager, HR Generalist, HR Business Partner);
  • განიხილებიან ისეთი კანდიდატებიც, რომელთაც აქვთ HR პროექტების მართვის და თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით);
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

https://forms.gle/nkeMFWj4VTH6ZfqH6

გისურვებთ წარმატებას !

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე