გუნდის წევრი

თბილისი სრული განაკვეთი MELT
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სწრაფი კვების თანამშრომელი
კომპანია MELT-ი აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა: თბილისი 
 
ვაკანსიის აღწერა: 
  • თუ დაიღალე შაბლონური ვაკანსიებით, ერთფეროვანი სამუშაო მოთხოვნებით მაშინ ეს შემოთავაზება შენთთვისაა. 
  • MELT ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს პროფესიონალურ გუნდს სამზარეულოში.  
კომპანია Melt-ი არის ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდისგან შემდგარი კომპანია, ჩვენი მიზანია ყოველდღიური ერთფეროვანი კერძები გადავაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებათ, პრემიუმ ინგრედიენტების, მდგრადი პრაქტიკის და მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებით. 
 
მოვალეობები: 
  • კერძების მომზადება და სერვირება რეცეპტების შესაბამისად 
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება 
  • სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა 
  • პროდუქტების მიღება, შენახვა და ეფექტურად გამოყენება 
  • გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა 

მოთხოვნები: 
  • სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო) 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ყურადღება დეტალების მიმართ 
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი და მრავალფეროვან ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი 
  • გუნდურად მუშაობის უნარი და სწრაფი ადაპტაცია 
  • ჰიგიენის ნორმების და დადგენილი სტანდარტების დაცვა 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო 
  • კონკურენტული ანაზღაურება 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 
 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი პროგრესული კომპანიის გუნდის წევრი , ჩვენ დავაფასებთ შენს კრეატიულობას, თანამშრომლობას და უწყვეტ განვითარებას.  
თუ მზად ხარ განთავისუფლდე ერთფეროვნებისგან და გახდე მრავალფეროვნების ნაწილი, გამოაგზავნე CV შემდეგ მეილზე : info@Melt.ge
MELT-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ :  
https://www.melt.ge/ 
https://www.instagram.com/_____melt_____/