შეფ-მზარეული / მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი Gloria Jean’s Coffees Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
Gloria Jean’s Coffees Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-მზარეული / მზარეული

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების მიხედვით პროდუქტების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  • რეცეპტების მიხედვით პროდუქტების მომზადება;
  • სამზარეულოში მასალების ეფექტურად გამოყენება;
  • სამზარეულოში საჭირო პროდუქტების კონტროლი და შეკვეთა;
  • ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და ინვენტარის ფრთხილად გამოყენება;
  • მუდმივი დისციპლინა და მუშაობაზე ორიენტირება;
  • ინოვაციურობა და მენიუში ახალი პროდუქტების დამატება.

კვალიფიკაციის მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ პოზიციაზე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარები;
  • პროფესიული განათლება სასურველია;
  • A2-B1 დონის ინგლისური ენის ცოდნა.

მუშაობის პირობები:
  • კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაო საათებისთვის.
  • სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში.

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@gloriajeans.ge