დემი შეფი

თბილისი სრული განაკვეთი Café Stamba’
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
,,,Café Stamba’’ აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; 
  • შეკვეთის  შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; 
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; 
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი; 
  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება; 

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულმისამართზე:   https://wrk.ge/bjCS6V1OJv 

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე