კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავტობანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი

კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე სპეც. ინსტრუმენტების მიმართულებით.


„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება;
  • პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
  • კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდა;
  • ბაზარზე ფასების მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი და სიახლეების გამოვლენა/დანერგვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ  1 - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მნიშვნელოვანია  ავტონაწილისა და სპეც. ინსტრუმენტის ტექნიკური ცოდნა; 
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 

პიროვნული მახასიათებლები:
  • შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;
  • ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • თვითგანვითარების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მრავალფეროვან და საინტერესო ტრენინგებს;
  • საინტერესო გუნდთან ინტეგრაციასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას; 

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. კვირაში ხუთი დღე 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე. 



დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."