ელექტრო-მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • გეგმიური და პრევენციული სარემონტო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ავარიების შემთხვევაში დროული რეაგირება და აუცილებელი სამუშაოების ჩატარება;
  • ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვა, გაუმართაობის დროულად აღმოჩენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება; 
  • საწარმოო დანადგარებზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებზე მოწვეული სპეციალისტებთან კომუნიკაცია და პროცესში ჩართულობა;
  • საწარმოო დანადგარების გამართულობისა და ჰიგიენის კონტროლი. 
  • საწარმოო დანადგარების ყოველდღიური გამართულობის და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საწარმოო დანადგარების შესაკეთებელი მასალების (ნაწილების) განსაზღვრა და ანგარიშის წარდგენა;
  • ნებისმიერი ტექნიკური ან/და საწარმოო რისკების აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ელექტრო-მექანიკოსი.
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე -+995 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 31 ოქტომბერი.    


გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.