წარმოების მექანიკოსი

ქუთაისი სრული განაკვეთი იფქლი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი
კომპანია "იფქლი” ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა,  ქუთაისი და ბათუმი მარაგდება. 

კომპანია „იფქლი“ აცხადებს ვაკანსიებს  წარმოების მექანიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული საწარმოო დანადგარების, მოწყობილობების, ლიფტების, სხვა ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი შეკეთება, მათი სამუშაო რეჟიმისათვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნება და მუდმივი მეთვალყურეობა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის გამოვლენა და შესაბამისი, დროული რეაგირება

აუცილებელი უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კადრს გააჩნდეს ელექტროობასთან მუშაობისთვის საჭირო განათლება და გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამორიგეო ცვლა ყოველ მე-3 დღეს.
სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. ქუთაისი ნიკეას  19

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 07 97 97; +995 595 57 26 75.