ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი პალატი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას  ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი პროფესიული (ტექნიკური) განათლება;
  • საწარმოში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint)მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი ნედლეულისა და მასალების ხარისხის კონტროლი;
  • მზა პროდუქციის შესწავლა, ფიზიკური და მექანიკური თვისებების განსაზღვრა;
  • ინდიკატორების სტატისტიკური აღრიცხვა და მონაცემთა ანალიტიკა;
  • პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად აქტივობების ორგანიზება. საწარმოში შემოსული ნედლეულის შემოწმება, დასკვნების მომზადება მისი ხარისხის სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის შესახებ;
  • საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე ოპერატიული კონტროლის განხორციელება, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი, აგრეთვე კომპანიის განყოფილებებში და ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის საწყობებში სწორი შენახვა;
  • უხელმძღვანელოს აქტივობების გამართვას პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
  • მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების, ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ხელსაწყოების ხარისხისა და მდგომარეობის შერჩევითი შემოწმების ორგანიზება, პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ტექნოლოგიური პროცესით;
  • წარმოების ტექნოლოგიის ხარვეზებისა და დარღვევების მიზეზების გაანალიზება: სამუშაოს ხარისხის გაუარესება, დეფექტების და დაბალი კლასის პროდუქტების წარმოება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება, აგრეთვე პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4;
სამუშაო გრაფიკი: ცვლები 15 დღე;

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ხარისხის კონტროლის სპეციალისტი რუსთავში.