ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.ge
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.
- უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში.
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა.
- ISO & HACCP სტანდარტების ცოდნა.
ფუნქციონალი:
- წარმოების პროცესის თითოეული ეტაპის კონტროლი, შესაბამისი ჩანაწერების უზრუნველყოფით.
- მაკომპლექტებელი მასალების შემავალი კონტროლი შესაბამისი ჩანაწერების უზრუნველყოფით.
- საწარმოს, შესაფუთი მასალებისა და პერსონალის ჰიგიენის კონტროლი.
- კომპანიაში არსებული პროცესებისა და ინსტრუქციების მიხედვით სამუშაო პროცესის მართვა.
- მიმდინარე საქმიანობის მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული ვადებით, ხარისხითა და ფორმებით.
- საწარმოო პროცესებში შეუსაბამოების, ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა, მიზეზების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება.
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.
- მონიტორინგის დოკუმენტაციის ყოველდღიური წარმოება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქ ა რ თ უ ლ ე ნ ო ვ ა ნ ი, ფ ო ტ ო ს უ რ ა თ ი ა ნ ი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.