ელექტრო ინჟინერი/სუსტი დენების ინჟინერი

ბათუმი სრული განაკვეთი SMART UNION LLC
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
კომპანია Smart Union აცხადებს ვაკანსიებს - ელექტრო ინჟინერის და სუსტი დენების ინჟინერის პოზიციებზე.
ანაზღაურება: 3000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე, გაზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00. კვირა დასვენება.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.

ელექტრო ინჟინერი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ელექტრო სისტემების და სქემების დიზაინი და განვითარება სხვადასხვა პროექტებისთვის;
  • ელექტრო სისტემებისა და კომპონენტების ტესტირება და ავტომატიზაცია;
  • ელექტრო სისტემების (ელექტრო განაწილების დაფები, MCC პანელები, MDB პანელები, სახანძრო ვენტილატორები) მონტაჟის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციების, ანგარიშების და პროექტის გეგმების;
  • შესრულებული პროექტის რევიზია;
  • პროექტების მართვაში დახმარება, მათ შორის ბიუჯეტირების და დაგეგმვის საკითხებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საინჟინრო პროგრამების ცოდნა (AUTOCAD);
  • განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

უნარები და თვისებები:
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.
  • პასუხისმგებლიანი.

სუსტი დენების და ავტომატიზაციის ინჟინერი:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სუსტი დენების (სახანძრო სიგნალიზაცია, საევაკუაციო განათება და გახმოვანება, დაშვების სისტემები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები და სხვა.) სქემების დიზაინი და განვითარება სხვადასხვა პროექტებისთვის;
  • ელექტრონული სისტემების ავტომატიზაცია.
  • ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციების, ანგარიშების და პროექტის გეგმების;
  • შესრულებული პროექტის რევიზია;
  • პროექტების მართვაში დახმარება, მათ შორის ბიუჯეტირების და დაგეგმვის საკითხებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
  • საინჟინრო პროგრამების ცოდნა (AUTOCAD);
  • განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: achi.gabaidze.25@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.smartunion.ge
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!