კომპანია Smart Union აცხადებს ვაკანსიებს - ელექტრო ინჟინერის და სუსტი დენების ინჟინერის პოზიციებზე.ანაზღაურება: 3000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე, გაზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00. კვირა დასვენება.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.
ელექტრო ინჟინერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრო სისტემების და სქემების დიზაინი და განვითარება სხვადასხვა პროექტებისთვის;
- ელექტრო სისტემებისა და კომპონენტების ტესტირება და ავტომატიზაცია;
- ელექტრო სისტემების (ელექტრო განაწილების დაფები, MCC პანელები, MDB პანელები, სახანძრო ვენტილატორები) მონტაჟის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
- ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციების, ანგარიშების და პროექტის გეგმების;
- შესრულებული პროექტის რევიზია;
- პროექტების მართვაში დახმარება, მათ შორის ბიუჯეტირების და დაგეგმვის საკითხებში;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საინჟინრო პროგრამების ცოდნა (AUTOCAD);
- განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
უნარები და თვისებები:- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.
- პასუხისმგებლიანი.
სუსტი დენების და ავტომატიზაციის ინჟინერი:
ფუნქცია-მოვალეობები:
- სუსტი დენების (სახანძრო სიგნალიზაცია, საევაკუაციო განათება და გახმოვანება, დაშვების სისტემები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები და სხვა.) სქემების დიზაინი და განვითარება სხვადასხვა პროექტებისთვის;
- ელექტრონული სისტემების ავტომატიზაცია.
- ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციების, ანგარიშების და პროექტის გეგმების;
- შესრულებული პროექტის რევიზია;
- პროექტების მართვაში დახმარება, მათ შორის ბიუჯეტირების და დაგეგმვის საკითხებში;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:- საინჟინრო პროგრამების ცოდნა (AUTOCAD);
- განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: achi.gabaidze.25@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.smartunion.geმადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!