დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი ვაკო მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 900
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ადმინისტრაცია: დიასახლისი
შპს "ვაკო მოტორსი"  გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი დიასახლისის პოზიციაზე. 
 
ვინ ვართ ჩვენ 
  • ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.  
  • ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. 
 
თანამშრომელს დავახვედრებთ: 
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“; 
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი; 
  • დამატებით დასვენების დღეებს; 
  • კორპორატიულ ღონისძიებებს. 
 
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: 
  • საოფისე ფართებისა და შესაბამისი ინვენტარის ყოველდღიური დალაგება/დასუფთავება; 
  • ოთახებისა და სველი წერტილების ყოველდღიული დასუფთავება; 
  • სამზარეულოში წესრიგის უზრუნველყოფა; 
  • შესაბამისი საშუალებების (ქაღალდები, საპონი) შევსების უზრუნველყოფა;  
  • სარეცხი/სახეხი საშუალებების მარაგების კონტროლი და დეფიციტის შემთხვევაში ოფის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;      
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.                                                                                                
 
კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 ან 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტური მართვა; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ოპერატიულობა; 
  • პუნქტუალობა. 
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება: 900 ლარი ნეტი; 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი  09:00 – 18:00 სთ; 
  • სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას  მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2024 წლის 1 ნოემბერის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: დიასახლისი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.  
 
კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 
გისურვებთ წარმატებას!