დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი მედიკ
ხელფასი: 900
ადმინისტრაცია: დიასახლისი

თბილისი მედიკი მე_14 წელია, ზრუნავს სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს. თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.


გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ.
განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.


ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

  • ოფისში არსებული ინვენტარისა და ავეჯის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა; 


თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ.

თბილისი მედიკში დაგხვდება:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;


სამუშაო პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (მოქნილი გრაფიკი)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 900 ლარი 


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge.