სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი
მოვალეობები:
- აწარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის კონტროლს იმ დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც მიღებულია კომპანიაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.
- პასუხისმგებელია სალარო ოპერაციების სწორ წარმოებაზე.
- პასუხისმგებელია მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კონტროლზე.
- პასუხისმგებელია ეროვნული ბანკის კანონმდებლობის შესაბამისად ინკასაციის პროცესის შესრულებაზე.
- ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
- მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
- შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 591918076
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907