გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Litus City
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
დეველოპერული კომპანია Litus Cityაცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე;
დასვენება: კვირაში 2 დღე. 

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია  როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ პლატფორმის, ტელეფონის ან სოციალური მედიის საშუალებით;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • კლიენტებისთვის შესანიშნავი მომსახურების მიწოდება გაყიდვების პროცესის განმავლობაში;
  • დღის განმავლობაში გაყიდვებთან დაკავშირებით საჭირო/საინტერესო/გასათვალისწინებელი ინფორმაციის დამუშავება;  
  • პოტენციურ მყიდველებთან ან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონტაქტი, კომუნიკაციის სხვადასხვა დაშვებული/მისაღები (კანონისმიერი) მეთოდების გამოყენებით; 
  • პოტენციური მყიდველების ან სხვა დაინტერესებული პირების ვიზიტის დაგეგმვა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით სარეალიზაციო პროდუქტის ადგილზე დათვალიერება, მათ შორის სხვადახვა პროდუქტის ან/და პირობის შეთავაზება; 
  • დამსაქმებლის მიერ მიწოდებული მასალის (დაკავშირებული ეფექტურ გაყიდვებთან) უშუალო გავრცელება ან/და გავრცელაბაში მხარდაჭერა, მათ შორის გავრცლების თანამედროვე მეთოდების მოფიქრება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, სისტემატური განახლება და მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდვებთან და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან პერიოდული ანაგრიშების მომზადება; 
  • გაყიდვების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინიციატივების მომზადება.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა. (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები;
  • გაყიდვებში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში: Outlook, Word, Excel და ა.შ.;
  • დროის მართვის შესანიშნავი უნარები;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელთა ბაზების მართვა;
  • რეპორტინგი;
  • სამშენებლო ბაზრის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • კლიენტზე მორგებულობა;
  • მოტივირებულობა;
  • შეხვედრების დაგეგმვა;
  • პრეზენტაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: lituscity.hr@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2024 წელი.