კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი New Yorker
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს  NewYorker -ს აქვს  1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ  NewYorker-ს არასოდეს დაუხევია  უკან.  
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით  საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში , შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi , 2019 წელს City Mall Saburtalo, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს City Mall Gldani. 
საქართველოში NewYorker-მა  შექმნა არა მხოლოდ  ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა  ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში. 
NewYorker აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში, მეტრო სითი მოლის ფილიალში : 
 
მოთხოვნები: 
  • მსგავს ინდუსტრიაში  მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა; 
  • ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა; 
  • მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 2 დღე დასვენება 
  • ხელფასი : ფიქსირებული + ბონუსი  
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების 1. Metro City Mall . 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში 
  • კონკურენტულ ხელფასს 
  • ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ გაყიდვების კონსულტანტი  ბათუმი “. 
 
CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.