ღვინის კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის/ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასაკევი, 9:30 სთ-18:30 სთ.
ანაზღაურება: 6000 ლარიდან
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ( ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
- 5 +წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ფინანსური დირექტორი, მთავარი ბუღალტერი);
- სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოებაში;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ;
- ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
- 1C პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
- ფინანსური დეპარტამენტის მართვა, ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- პორტფელში არსებული კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
- კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
- საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთნ ადეკვატურობის უზრუნველყოფა;
- პერიოდის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
- სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
- თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
- კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლების სხვა დავალებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!