მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი GMC Motors
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
შპს „“ჯიემსი მოტორსი GMC Motors’’ 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას,აგრეგატებს, ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას 

კომპანია  აცხადებს  ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

ფინქცია-მოვალეობები
  • პირველადი დოკუმენტაციის შექმნა/მოთხოვნა,შემოწმება,მათი დაარქივება;
  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამისობის  შემთხვევაში პროცესების გასწორება;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების  კონტროლი /ინვენტარიზაციის პროცედურების კონტროლი და გამართვა;
  • კომპანიის გასაცემი ხელფასების და ბონუსების კალკულაცია და დარიცხვა, შესაბამისი  ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
  • გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა
  • სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება ხემძღვმელის დავალებით.
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის  დირექტორისთვის
  • ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და ცვლილებებთან კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა;
  • საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
  • FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
  • დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საბაჟო ოპერაციებში გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ
ანაზღაურება: შეთანხმებით გასაუბრებაზე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge