„Shota@Rustaveli Boutique Hotel“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების მომზადება არსებული რეცეპტებისა და კალკულაციების დაცვით;
- საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- სამუშაო უნიფორმის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
- აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
- შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- შეკვეთების მიღება და გაშვება ოპტიმალურ დროში კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვით;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ევროპული(იტალიური) სამზარეულოს ცოდნა;
- საუზმის მენიუს მომზადების გამოცდილება;
- ახალი კერძებისა და რეცეფტების ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კვებით უზრუნველყოფას;
9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე;
ფიქსირებული ხელფასი 1400ლ+ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.