ანალიტიკური რეპორტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ფარმაცევტული კომპანია - არტ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკური რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

„არტფარმა“ დაარსდა 2014 წელს. საქართველოშიწარმოადგენს  ისეთ წამყვან საერთაშორისო      კომპანიებს, როგორებიცაა -  WALMARK, STADA Group, L’Occitane GROUP, ლაბორატორია GILBERT და სხვა.  არაერთი ჯილდოს მფლობელი კომპანია აწარმოებს  საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან და  ხელს უწყობს მათ დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. არტფარმას პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი საკვები დანამატები: ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ვარიქსინალი და სხვა.
კომპანიის მიზანი მოიცავს ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნას და დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ და სილამაზის სფეროებში, ინოვაციებისა და სიახლეების განვითარების კუთხით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა პოტენციალის შეფასება და მათი ბაზის შექმნა;
  • ბაზრის კვლევის ჩატარება და მონაცემების საფუძველზე გაყიდვების ანალიზის გაკეთება.
  • არსებული რეპორტების კონტროლი და გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;
  • სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეფასება ფასების სტრატეგიებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად;
  • სხვადასხვა მეტრიკის ამსახველი ანგარიშების შექმნა;
  • შემოსავლისა და ბაზრის წილის პროგნოზირება ბაზრის ტენდეციებზე, პროდუქტის დანახარჯებზე, მოგების მარჟაზე და გაყიდვების მოცულობაზე დაყრდნობით.
  • სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა მონაცემთა ანალიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • გეგმების ანალიზის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებებიდან გამომდინარე  (ყოველკვირეული. კვარტლური, წლიური) სხვადასხვა ფინანსური მონაცემების რეპორტების მომზადება და პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან ან/და უცხოელ პარტნიორებთან;
  • ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება  ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წელი;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - სავალდებულია;
  • პროგრამა APEX-თან მუშაობის  გამოცდილება - სავალდებულოა;
  • მონაცემთა ანალიტიკის, ფინანსური მოდელირებისა და რისკების მართვის გამოცდილება;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო  ხარჯები; გამაჯანსაღებელი ცენტრის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის #92
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 10:00-18:00

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@artpharma.ge  და  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ანალიტიკური რეპორტინგის მენეჯერი“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
გისურვებთ წარმატებას!