ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
ტერაბანკში  ფინანსური აღრიცხვის და ანალიზის განყოფილების უფროსს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის და ფინანსური მიმართულებით
  • ფინანსური განყოფილების უფროსის ან მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ACCA ან მსგავსი საკვალიფიკაციო სერტიფიკატები
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • გუნდის მართვის, ფინანსური მოდელირების ფინანსური ანალიზის და ანალიტიკური აზროვნების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე 
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3 
  • ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

შენი მოვალეობა იქნება:
  • ფინანსური უწყისების მომზადების პროცესის წარმართვა
  • ბანკის ყოველდღიური/ყოველთვიური/ყოველკვარტლური/ყოველწლიური IFRS ფინანსური შედეგების ანგარიშგება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის (ეროვნული ბანკი, მენეჯმენტი, აქციონერები, სხვა დაინტერესებული მხარეები)
  • ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის წარმართვა
  • მთავარი ბუღლატრის ფუნქცია მოვალეობების მონიტორინგი
  • ბანკის აღრიცხვიანობის სისწორის დანერგვა და კონტროლი
  • ბანკის აღრიცხვიანობის ეფექტური სისტემების შექმნა, ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | ფინანსური აღრიცხვის და ანალიზის განყოფილების უფროსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  30  დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!