კომპანია ბლექ სი პეტროლიუმი აცხადებს ვაკანსიას ლითონკონსტრუქციების მღებავის პოზიციაზე ყულევში , ბლექ სი პირველი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში რომელიც აშენებს უახლესი სტანდარტების ქარხანას დასავლეტ საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის და ზომის ლითონ კონსტრუქციების შეღებვა შესაბამისი აპარატურით.
- შეღებვის შემდგომ აღნიშნული აპარატის გარეცხვა და მოვლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- საშუალო განათლება
- სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სამღებრო სამუშაოების მიმართულებით, სასურველია სპეციალური სამღებრო ანტიკოროზიული აპარატურის გამოყენების ცოდნა.
კომპანია გთავაზობთ:
- დასაქმებას საინტერესო პროექტიზე
- ანაზღაურება ხელზე ასაღები 3500 ლარი
- სამუშაო განრიგი: 5 დღე კვირაში, ცვლადი განრიგი, არაუმეტეს 8 საათი დღეში
- საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფა
- დაზღვევა და ტრანსპორტირება განიხილება დამატებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას recruitment2@hh.ge , გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია.