ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე
სამედიცინო ჰოლდინგი „VIVO Medical Group“ 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, ბოხუას ქ.4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ანაზღაურება: განიხილება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური დამოუკიდებელი და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესის მართვა
- თვის დახურვის პროცესში დახმარების გაწევა რეპორტინგის გუნდის წევრებისთვის და ბუღალტერიის სამსახურის ხელმძღვანელთან კოორდინაცია
- სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება
- მნიშვნელოვანი პროცესებისთვის პროცედურების შექმნა
- დამფუძნებელთა/სამეთვალყურეო საბჭოს კრებისთვის პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა
- ჯგუფის წლიური და შუალედური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა BIG4-ის წევრ აუდიტორ კომპანიასთან
- SARAS-ის მიზნობრიობით ანგარიშგებების მომზადება ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის, განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით
- ხაზინის კომიტეტში ყოველდღიური მონაწილეობა
- Cash flow-ს ყოველთვიური ბიუჯეტირების პროცესის მართვა მულტიპროფილური კლინიკების ჭრილში
- წლიური ბიუჯეტის მომზადება და პროცესის მართვა
- ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების და სადაზღვევო კომპანიების) მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდება
- საინვესტიციო პროექტების მომზადება და პროცესის მონიტორინგი
- ფინანსური რეპორტინგის გუნდის ხელმძღვანელობა მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა შინაარსის რეპორტების მომზადების პროცესში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ძირითადი მიმართულება ფინანსები
- ACCA/CFA კვალიფიკაცია სასურველია
- მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით
- IFRS სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა და გამოყენების პრაქტიკა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების გამოცდილება
- ინგლისურ ენის ფლობა C1 დონეზე - სრულყოფილად წერის და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- Power BI-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია
- PPT-ში პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება
- გუნდის მართვის გამოცდილება
- კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება
- ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება IFRS სტანდარტების შესაბამისად (განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით) ინგლისურ ენაზე
- ფინანსური აუდიტის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი
- წლიური ბიუჯეტის მომზადებისა და პროცესის მართვის უნარი
- ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება, სწრაფად ათვისების შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ ბალანსის და 1C სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
- პროცედურის წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილება
- საინვესტიციო პროექტების მომზადების გამოცდილება
- შეთანხმებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი
- რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების (პროცესის მართვის) უნარი
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა
- დეტალებზე ორიერნტირებულობა
- ორგანიზებულობა
- პუნქტუალურობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ანალიტიკური და კრიტიკური აზროვნების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
- განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი)
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.