ლოკალური რემონტის ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1350
ენები: ინგლისური, რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ლოკალური რემონტის ინჟინერს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას) 
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;
  • პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;
  • სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
  • სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.

ჩვენ  გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზღაურება: 1200 – 1350  ლარი ( NET).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ლოკალური რემონტის ინჟინერი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!