მოლარე

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი Crystal Group
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს,  საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი  ფანჩატურებით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/
ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მოლარის  პოზიციაზე შემდეგი პირობებით: 
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • სალარო ოპერაციების განხორციელება   ორგანიზაციაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:
  • სისხარტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;

შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
გასაუბრება HR მენეჯერთან და უშუალო ხელმძღვანელთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge
გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.