სამეურნეო ჯგუფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მედისონ ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე 

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება.

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, სანზონა, მუხიანი, საბურთალო, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი - სრული  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამედიცინო ცენტრის ბალანსზე რიცხული ინვენტარის, სამედიცინო აპარატურის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პერიოდული მონიტორინგი, მათი გამართულად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით;
  • მარაგების მართვა, მოთხოვნის შესაბამისად მარაგების გაცემა და აღრიცხვა;
  • სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხების დროული გამოვლენა და შესწავლა;
  • კლინიკაში არსებული სხვა ტექნიკური საკითხების მონიტორინგი.
  • კლინიკაში არსებული ვენტილაციის, გათბობის, ელექტროობისა და სანქტენიკის მეთვალყურეობა და პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!