სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს  სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში. 

ძირითადი  მოვალეობები:
  • სამედიცინო აპარატურის გაიდლაინების თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე;
  • სამედიცინო აპარტურის მოვლის  ნაწილში გაწერილი პერიოდული მომსახურეობის (სათადარიგო ნაწილების  შეცვლა,  კალიბრაცია  და  ა.შ) ინფორმაციის დამუშავება, შესაბამის პროგრამაში ატვირთვა და კონტროლი. 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება  სამედიცინო ინჟინერიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21/10/2024.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
გისურვებთ წარმატებას!