სტაჟირება მარკეტინგის გუნდში

თბილისი სტაჟირება აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, ქართული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
 კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.
გვიხილეთ:
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ბარაქაში ვაცხადებთ  სტაჟირებას  მარკეტინგის გუნდში. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილების მიღება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზებაში მონაწილების მიღება;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
  • საქართველოს რეგიონებში გადაღებებზე სიარული და გადამღები ჯგუფის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით)
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
  • კომპიტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point 

ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:   hr@baraka.ge   ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟირება მარკეტინგში. 
გისურვებთ წარმატებებს!