კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.
გვიხილეთ:
ბარაქაში ვაცხადებთ სტაჟირებას მარკეტინგის გუნდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილების მიღება;
- ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზებაში მონაწილების მიღება;
- ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
- ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
- საქართველოს რეგიონებში გადაღებებზე სიარული და გადამღები ჯგუფის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით)
- ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
- პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
- კომპიტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟირება მარკეტინგში. გისურვებთ წარმატებებს!