მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
 კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.
გვიხილეთ:
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ბარაქაში ვაცხადებთ  ვაკანსიას  მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელების გზების შემუშავება;
  • მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
  • სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
  • მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება გუნდთან ერთად;
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
  • Facebook ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება;
  • სარეკლამო (Ads) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი;
  • საქართველოს რეგიონებში გადაღებებზე სიარული და გადამღები ჯგუფის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით)
  • Facebook ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • აუცილებელია სოც. მედიაში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
  • კომპიტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point 

ანაზღაურება: 1500-2500 გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:   hr@baraka.ge   ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  მარკეტინგის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებებს!