მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე 
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal“ და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტრატეგიული მარკეტინგული დოკუმენტის შემუშავება; (გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება კომპანიის მენეჯმენტთან ერთად);
  • პროდუქტის/ბრენდების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა;
  •  გაყიდვების ანალიზის საფუძველზე კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის ინფორმაციის კვლევისა და ანალიზის (ბაზრის კვლევა, მიმდინარე ტენდენციების კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ) შედეგად, მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების სწორად განსაზღვრა;
  • რეპორტის მომზადება კამპანიების ჭრილში;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.ძირითადი 

მოთხოვნები:
  • მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • განათლება მარკეტინგული კომუნიკაციების, მარკეტინგისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება ექსელის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა);
  • მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კრეატიული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (წერეთლის  N 118)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!