ფინანსური რეპორტინგის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
  „კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას  KTW ჯგუფის „ფინანსური რეპორტინგის ოფიცერის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია -მოვალეობები:
  • ფინანსური უწყისების მომზადება;
  • საბუღალტრო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა;
  • კონსოლიდერებული ფინანსური უწყისის მომზადება;
  • პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა, რეპორტინგის ნაწილში;
  • ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შედრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • Excel -ის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 

პიროვნული თვისებები:                  
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პერსონალის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 ოქტომბერი... დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : hr@ktw.ge, სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსისტი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
შ.პ.ს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!.
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”