ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ასკანელი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში. 

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (სასურველია).
  • MS Windows 7, 10, 11 ოპერაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერისა და მუშაობის გამოცდილება.
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა და მუშაობის გამოცდილება.
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, და ა.შ.) ტექნიკური მხარდაჭერა და მუშაობის გამოცდილება.
  • ქსელურ მოწყობილობასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება (სასურველია).
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო ადგილის პერიფერიული მოწყობილობებით, კომპიუტერებით, სისტემებით აღჭურვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა და კონფიგურაცია.
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა.
  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, მონიტორინგი.
  • სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
  • ახალი ობიექტის გახსნისას სრული ტექნიკური მხარდაჭერა.
  • ოფისებსა და ობიექტებში კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

სამუშაო გრაფიკი: დინამიური, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქ ა რ თ უ ლ ე ნ ო ვ ა ნ ი,  ფ ო ტ ო ს უ რ ა თ ი ა ნ ი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.