ინჟინერ-ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოქიმფარმი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.  
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge  ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm 
 
ბიოქიმფარმი აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N8 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 

რას გთავაზობთ ჩვენ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; 
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწარმოო პროცესების საინჟინრო ტექნიკური მხარდაჭერა და GMP კარგი საწარმოო პრაქტიკის შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; 
  • საწარმოში არსებული საინჟინრო სისტემების (მათ შორის HVAC სისტემის), დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების აღრიცხვა,  საჭირო მოწყობილობების, დანადგარების, ცვეთადი ნაწილების შერჩევა, შეკვეთა და მარაგების მართვა; 
  • საინჟინრო სისტემების და დანადგარების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებების და საკვალიფიკაციო/სავალიდაციო სამუშაოების ჩატარება;  
  • სარემონტო სამუშაოების ჩატარება; 

აუცილებელი კვალიფიკაციური მოთხოვნები:  

  • ბაკალავრის დიპლომი საინჟინრო-ტექნიკური განხრით (მაგ. საინჟინრო-ტექნიკური, ფიზიკა, მექანიკა, ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერია და ა.შ.);  
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook, CAD) ცოდნა;  
  • უცხო ენების - ინგლისური, რუსული - ცოდნა (მინ. B2 დონე);  
  • საინჟინრო სისტემებთან,  დანადგარებთან და ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.  
სასურველია:  
  • ფარმაცევტულ საწარმოში  სამუშაო გამოცდილება;  
  • ფარმაცევტული საწარმოო  სისტემებისა და დანადგარების ცოდნა.  
 
გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.