სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი ჰიტეკო ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას “სამუშაოთა მწარმოებლის” პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით - დამოკიდებულია კვალიფიკაცია და მიღებულ გამოცდილებაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი სრული.
სამუშაოს ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სტაბილური.

„ჰიტეკო ჯგუფი“ არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია: 
  • სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
  • სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება; 
  • კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგათ ორგანიზებული გუნდით, საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში - უმაღლესი ხარისხით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
  • სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
  • მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი მასალების მოცულობა და სპეციფიკაცია ობიექტებზე საჭირო მასალების რაოდენობასა და სპეციფიკაციას;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მონიტორინგი;
  • სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვ.);
  • ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.

აუცილებელი უნარები:
  • სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hitecogroup@hiteco.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ “სამუშაოთა მწარმოებელი”.