ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემი ოფისი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
„ჩემი ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში:
„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს:  https://myo.ge/

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას; 
  • ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
  • ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
  • ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
  • საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
  • საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; 
  • ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დოკუმენტაციის და ოფიციალური წერილების შედგენა; 
  • კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უპირატესობად ჩაითვლება  1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:
თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
გრაფიკი: 09:00-დან 18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge . გთხოვთ სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.