„ჩემი ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში:
„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს:
https://myo.ge/
ჩვენ გთავაზობთ:
- შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
- ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
- საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
- ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
- ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
- ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- დოკუმენტაციის და ოფიციალური წერილების შედგენა;
- კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
- უპირატესობად ჩაითვლება 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
გრაფიკი: 09:00-დან 18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
hr@myoffice.com.ge . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.