გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Common Bridge
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია „ქომმონ ბრიჯი“ აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.  

ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით. 

კომპანიის ვებ-გვერდი : https://common-bridge.com/
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50 
განაკვეთი: სრული 
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან 

ძირითადი მოვალეობები: 
  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული     ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
  • დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე ( ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: todua@common-bridge.com ; gorelishvili@common-bridge.com  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი.დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.