B2B გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Okto Group
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია " OKTO Group " აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
" OKTO Group " სწრაფად მზარდი ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს მშენებლობის, უძრავი ქონების გაყიდვისა და მართვის მიმართულებით. 
 ადგილმდებარეობა: ბათუმი 
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 სთ კვირაში 5 სამ. დღე 10:00-18:00 
ვაკანსიის რაოდენობა: 1 
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (გაყიდვებიდან)

მოვალეობები:
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება სააგენტოებთან, რეგულარული შეხვედრები, ღონისძიებები, ტრენინგები და პრეზენტაციები;
  • გაყიდვების აგენტების(პარტნიორების) დატრენინგება ჩვენს პროექტებთან სამუშაოდ;
  • ახალი გაყიდვების აგენტების და სააგენტოების მოზიდვა;
  • არსებულ პარტნიორ სააგენტოებთან კონტრაქტის პირობების შენარჩუნება, განახლება და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B2/C1)
  • სავალდებულოა, სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • განვითარებისა და ფინანსური ზრდის სურვილი; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე HR@oktogroup.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ‘’B2B გაყიდვების მენეჯერი’’  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!