გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Ytong Caucasus
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
"იტონგ კავკასუს"-ი  არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით. https://ytong.ge/

იტონგში ვეძებთ  გაყიდვების მენეჯერს
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ფუნქციები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროდუქტის რეალიზების ყოველთვიური გეგმების შესრულება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
  • კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და ხელშეკრულების პირობების შესრულების      კონტროლის უზრუნველყოფა;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე. შაბათ-კვირა დასვენება
  • მდებარეობა: თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძის  N15

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს, 2024  წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, მეილზე info@ytong.ge