შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” აცხადებს ვაკანსიას „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის“ პოზიციაზე ბათუმში.


კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :

  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და შიდა კონტროლის განხორციელება, 
  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება;
  • რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
  • ობიექტებზე რისკების შეფასება და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
  • სახელმძღვანელოების/ინსტრუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად და გეგმიური ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • ახალმიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
  • უბედური შემთხვევების, ინცინდენტებისა და საწარმოო ტრავმების აღრიცხვა, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და მათი შესაძლო აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების მომზადება;
  • თანამშრომელთა დაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი;
  • იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოციდლება (მინიმუმ 1 წელი);
  • „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;


სასურველი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • პედანტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა


დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება - შეთანხმებით;

სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 16 ოქტომბერი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი“.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.