შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

კასპი სრული განაკვეთი Artwin Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
Artwin Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი კასპში. 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომლების და კონტრაქტორი პირების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა; 
  • შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება; 
  • თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა; 
  • საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
  • კომპანიის სამშენებლო და საწარმო ობიექტებში საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
  • შესაძლო საფრთხეების სრულად და დროულად იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

აუცილებელი მოთხოვნებია:
  • უმაღლესი განათლება (ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაცია), რომელიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას; 
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია სამშენებლო სფეროში. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel)

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • პუნქტუალური.
  • სამუშაო ობიექტები მდებარეობს კასპში.

სამუშაო განრიგი: სრული 
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად (1200-2000)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.