ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: ოფის მენეჯერი
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 17:30, ერთი საათი შესვენება;
სამუშაოს ადგიმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 1000 – 1500 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი), დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე;
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით, თუმცა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
  • მომხმარებლების გადახდის გრაფიკის კონტროლი, გადახის თარიღის შეხსენება, დავალიანების დაფარვის შესახებ შეხსენება;
  • დავლიანებებთან და გადახდებთან დაკავშირებით მიმდინარე მდგომარეობის შესახებ რეპორტის მომზადება და მუდმივი კორრდინაცია ფინანსურ დეპარტამენტთან;
  • კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • შეხვედრების ორგანიზება მომხმარებლებთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და სხვა საქმიან შეხვედრებთან დაკავშირებით;
  • მომსახურების ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია (იურისტი, IT მენეჯერი, რეკრუტინგის მენეჯერი, სადზღვევო კომპანია, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი);
  • საქართველოს ფოსტასთან ურთიერთობა, ამანათის გაგზავნა / მიღება;
  • საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება სხვადასხვა სამსახურისთვის (ტაქსის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია);
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა;
  • სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა;
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • გუნდურობა;
  • ენერგიულობა;
  • პროცესებისა და დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო მობილურ სასაუბრო დროს;

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი.