გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჰიუნდაი ლიმო სერვისი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
Limo Service მაღალი კლასის ტრანსპორტირების სერვისია, რომელიც სთავაზობს B2B, B2C და B2B2C -ის უახლესი ავტომობილებითა და მძღოლით მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.

Hyundai Limo Service აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

მისამართი: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, ჰიუნდაის ავტო ცენტრი.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების, პარტნიორების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შესრულების მენეჯმენტი;
  • ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა და კონკურენტული აქტივობების წარმართვა;                                                                                            
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;                                                                                                    
  • მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის პრეზენტაციის ჩატარება;
  • მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა
  • კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, სასტუმროებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და განხორციელების მონიტორინგი;
  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;                                                                                                                   
  • ბაზრის კვლევა, გაყიდვების არხების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • რეგიონში არსებულ პოტენციურ კლკიენტებთან სამუშაო ვიზიტები საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი სარგებელი:
  • კონკურენტული ანაზღაურება                             
  • დაზღვევა 
  • სერვისზე სპეც. პირობები თანამშრომლებისათვის   
  • საბონუსე სისტემა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე   შემდეგ ელ-ფოსტაზე: sale@limoservice.ge 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.