პროფესორი

თბილისი სრული განაკვეთი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: დოქტორი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: პროფესორი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი  2024 წლის 13 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

მედიცინის ფაკულტეტზე მედიცინის მიმართულებით (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  •  პროფესორი (აფილირების პირობით) - 3 ვაკანტური ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი - 10 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტი - 5 ვაკანტური ადგილი.

 აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების

კრიტერიუმებად განისაზღვროს:

 

 ძირითადი კრიტერიუმი:

  • პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს);


დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:

  • სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილება;
  • შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
  • ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
  • დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
  • სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილება;
  • შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
  • ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
  • დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
  • სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური გამოცდილება;
  • შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

 

ინგლისური ენის კომპონენტი:

  • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელებისთვის კონკურსანტი (განურჩევლად პოზიციისა)  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

 

 დამატებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;  
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები; 
  • საერთაშორისო გამოქვეყნებები;
  • გასაუბრება; 
  • საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;

 

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);

ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად;

ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;

კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა - ასისტენტის შემთხვევაში;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

 

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

ინგლისურენოვანი პროგრამაზე სწავლების, სულ მცირე, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში, არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით, არანაკლებ 1 წლის განმავლობაში,  სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის  (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) წარმოდგენის შემთხვევაში;

სასწავლო კურსის სილაბუსი; 

 

შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:

ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .

 

პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 (რვა) წლის ვადით;

ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;

ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების  მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .

საბუთების მიღება განხორციელდება  2024 წლის 15 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის  ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი  ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.

საკონკურსო კომისია მუშაობას  განახორციელებს 2024 წლის 17 ოქტომბრიდან..

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის  22 ოქტომბრამდე.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა