მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო-კოოპ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კომპანია„ჯეო-კოოპ“-ი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელმაც წარმოადგინა ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის წამყვანი ბრენდები. 
სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო-კოოპ“-ი აცხადებს ვაკანსიას  “ HoReCa “-ს დეპარტამენტში მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: თბილისი; თვალჭრელიძის ქ. N5 

ფუნქციები და მოვალეობები: 
  • საქმიანი კორესპონდენციებისა და კომერციული დოკუმენტების მართვა/დახარისხება; 
  • ოფიციალური წერილების გაგზავნა; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი; 
  • გაწეული სამუშაოს მონიტორინგი და ანალიზი; 
  • ნებისმიერ საკითხზე კლიენტებთან კომუნიკაცია 
  • შეკვეთების შედგენა/კორეკტირება  
  • გაყიდვების ანალიზი  ნომენკლატურის, კატეგორიების, ბრენდების და დროის მიხედვით 
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
სავალდებულო: 
  • უმაღლესი განათლება   
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა ( სავალდებულო ), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • საოფისე პროგრამების ფლობა ( Microsoft Exsel - საბაზისო ცოდნა არის აუცილებელი ) 
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება 

აუცილებელი  უნარები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას; 
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაგზავნე CV