HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, საწარმოს ღამის ცვლის სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესების აქტიური კონტროლი შესაბამისი სტანდარტებით, HACCP, თუ სხვა პრევენციული პროცედურებით, ჩანაწერების წარმოება;
- ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა და კონტროლი (თანამშრომლების სადგურებზე გადანაწილება, დასაჭრელი ნედლეულის წარმოებაში ჩაშვების თანმიმდევრობის განსაზღვრა);
- ნედლეულის ხარისხის კონტროლი (ნიმუშების აღება, ანალიზის ჩატარება, პროდუქციის მიღებაზე დასწრება) ხარისხის კონტროლის პროცედურის მიხედვით ჩანაწერების წარმოება;
- მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად მასალებისა და პროდუქტების ტესტირება, შემოწმებების დაგეგმვა, მათი ჩატარება, ჩანაწერების წარმოება;
- მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი დადგენილი სიხშირის შესაბამისად, ჩანაწერების წარმოება;
- პროცესში გამოყენებული წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლი, ჩანაწერების წარმოება;
- მანქანა-დანადგარების და საამქროს სისუფთავის კონტროლი (შიდა და გარე ტერიტორია) შესაბამისი ანალიზების წარმოებით, ჩანაწერების წარმოება;
- მიკვლევადობის რეპორტის წარმოება;
- პროდუქციის და ქიმიკატების დღიური გადამუშავების კონტროლი;
- ლაბორატორიის ტერიტორიის, ინვენტარის და მოწყობილობების სისუფთავის დაცვა;
- საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
- მომსახურე პერსონალზე სანიტარული ზედამხედველობა, პირადი ჰიგიენის დაცვაზე მიმდინარე კონტროლი,პერსონალის სამედიცინო შემოწმების ჟურნალის წარმოება საჭიროებისამებრ;
- შრომის, ტექნიკური და სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვა;
- HACCP - ის სტანდარტების და მოთხოვნების სწავლება და გაცნობა ბოსტნეულის თანამშრომელთათვის;
- კრიტიკული საკონტროლო წერტილების მონიტორინგი, შესრულება,კონტროლი, ჩანაწერების წარმოება;
- Quality Team (ხარისხის გუნდი) წევრობა და მოთხოვნების შესრულება ბოსტნეულის საწარმოში; სურსათის ყველა მოქმედი რეგულაციის ცოდნა (საერთაშორისო, ადგილობრივი);
- ნედლეულის გადამუშავება, მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და ანგარიშგება, ჩანაწერების წარმოება.
- ყოველთვიური სადგურზე დაკვირების ბლანკების თანამშრომლებისთვის შევსება და მიღებული შედეგების ასახვა;
- პროდუქციის ყოველდღიურად შემოწმება და შეფასება, პროდუქციის გაუმჯობესებისა და დეფექტების დროულად გამოვლენის მიზნით;
- თანამშრომლებისთვის განსაზღვრული ტრენინგების ჩატარება.
- მიღებისას პროდუქციის შეფასება, გამოსავლიონობის დაანგარიშება და შესაბამისი ცხრილის შევსება დღის ბოლოს წარმოებული პროდუქციის მოცულობების აღრიცხვა, გუნდის ინფორმირება ყოველდღიურად (წარმოებული პროდუქციის წონა, გამოსავლიოანობა);
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია წარმოების სუპერვაიზერის, ცვლის უფროსის/ცვლის მენეჯერის, საწარმოს ხაზის უფროსის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე3 ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- 5 სამუშაო დღე (18:00-01:00)
- სამედიცინო დაზღვევა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- კვების დანამატი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე: recruitment14@hh.ge