დამფასოებელი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას დამფასოებლის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული - წარმოების პროცესის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაოს დაწყების წინ და დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება დადგენილი სტანდარტული ნორმებისა და წესების შესაბამისად;
  • წარმოებული პროდუქციის დაფასოება;
  • დაფასოებული, მზა პროდუქციის ყუთებში ჩალაგება;
  • დაფასოებულ-შეფუთული პროდუქციის წონის და შეფუთვის ხარისხის პერიოდული კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება.;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
  • ოპერატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - დამფასოებელი.  
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 30 სექტემბერი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.