შპს "როქი" ეძებს გუნდის ახალ წევრს, ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი #77
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი, ხუთი სამუშაო დღე.
პასუხისმგებლობები:
- ელექტრონული კორესპონდენციის მართვა;
- დოკუმენტების მომზადება ბეჭდვის, აკრეფის და შევსების ჩათვლით;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- სტუმრების მიღება და შეხვედრების ორგანიზება;
- საოფისე მასალების ინვენტარიზაცია და შესყიდვები;
- სხვა ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება, ყოველდღიური ოპერაციების მხარდასაჭერად.
მოთხოვნები:
- გამოცდილება საოფისე საქმიანობაში ან მსგავს პოზიციაზე;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური, რუსული ან/და თურქული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და პუნქტუალობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
რას გთავაზობთ:
- დინამიური და კომფორტული სამუშაო გარემო.
- სასიამოვნო გუნდი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი [ელ.ფოსტის მისამართზე - Khatia.tchkonidze@agro.ge. დარწმუნდით, რომ თქვენი განაცხადი ხაზს უსვამს იმ უნარებსა და გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ პასუხისმგებლობებსა და მოთხოვნებს.
წინამდებარე ვაკანსიაზე განაცხადით გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "როქმა " შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!