გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ეკო რესურს ნატტექ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია  „ეკო რესურს - ნატტექ“ თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი,  საკვები საღებავებისა და სანელებლების მწარმოებელი  კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მისი პარტნიორია ამ სფეროში  25 წლიანი  გამოცდილების  მქონე  ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი  კომპანია „ეკო რესურსი“. 
„ეკო რესურს-ნატტექი“ ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და  სანელებლების წარმოებაზე.
 საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი  ISO  22000-9001
     
შ.პ.ს. „ეკო რესურს ნატექი“  აცხადებს ვაკანსიას:   გაყიდვების მენეჯერი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება სასურსათო ტექნოლოგიის განხრით
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook
  • ინგლისური  და  რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე  ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული გაყიდვების გეგმის შემუშავება და განხორციელება: პოტენციური კლიენტების მოძიება, კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა, პროდუქტის გაყიდვა

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე 
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:  გაყიდვების  მენეჯერი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია(რეზიუმე)
„შვიდ მითში“  თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.